მამუკა მდინარაძე: ეს ყველაფერი ან გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან ვიღაც აგიჟებს

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი საფრთხეები შეუძლებელი არსებობდეს, ამიტომ დამშვიდდით, დაწყნარდით, პანიკას ნუ თესავთ – ასე ასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

მისი თქმით, ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს.

„მთელი პასუხისმგებლობით და გარანტირებულად შემიძლია ვუთხრა როგორც ნიკა გვარამიას, ისე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს ამბები, რომ მსგავსი თემები ბუნებაში არ არსებობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თავად ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან ერთი პროცენტი დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს და ასეთ ინფორმაციას აწვდის, დანარჩენი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ფანტაზიის ნაყოფია“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად