მამუკა მდინარაძე შაშკინზე: წარმოუდგენელი გოიმობაა, პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე

“დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა, წარმოუდგენელი გოიმობაა, დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე”.

ამის შესახებ  “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“კახა ოქრიაშვილი შემდეგ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც იარაღით დადის. ეს სასოწარკვეთილების პიკია და გასაგებია, მაგრამ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მისივე ინფორმაციით, ბოლნისში დიმიტრი შაშკინთან ერთად, აღნიშნულ ქალაქში არარეგისტრირებული, არამცხოვრებელი ადამიანები გადაადგილდებიან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად