მამუკა მდინარაძე: დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც “ოცნებამ” ხელი უკვე მოაწერა

იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ imedinews-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მან ასევე განმარტა, რატომ არ დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

„პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტი გამოუგზავნა.

მიშელმა ახალი დოკუმენტი “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: რომლის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://eeas.europa.eu/sites/default/files/210418_mediation_way_ahead_for_publication_0.pdf

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...