მამუკა მდინარაძე: ჩვენი მიზანია შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს

მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტი, იქნება ამოსავალი, სადაც წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს 19-20 ივნისის საქმეში ყველა დარღვევას.

“ზედმიწევნით ვაპირებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ტექსტი და სულისკვეთება ავსახოთ. მგონი, რომ საკამათო არაფერია. იმისათვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა კარგი იყო, რომ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და შევჯერდეთ. შეიძლება, განხილვა ორი დღით გადაიდოს და არა რამდენიმე კვირით, როგორც ამას ოპონენტები ითხოვენ. თუ შეხვედრას და საკითხის სხდომაზე გამოტანას დღეს ვერ მოვასწრებთ, ეს გაკეთდება ამ კვირის ბოლომდე. შეთანხმება გვავალდებულებს, რომ ამნისტიის კანონი ყველა ვარიანტში იყოს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობებს დავარღვევთ. არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ, თუ ვინმე ცდილობს, რომ საამისო პირობები შექმნას, ჩვენ ამას არ ვცდილობთ. ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

კომენტარები
იტვირთება...