მამუკა მდინარაძე: არჩევნების დღეს 12 საათიდან პარლამენტის წინ აქციის დაანონსება, ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სასოწარკვეთილების პიკშია

“ქართული ოცნების” ერთერთი ლიდერის, პარლამენტის ვიც სპიკერი მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძფრაობა” არჩევნების ნაცვლად აქციებისთვის და არეულობისთვის რომ ემზადება.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმრატა, რომ “ქართული ოცნების” ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც, ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ამ მიმართულებით და არა საარჩევნო მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას.

“ეს ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სასოწარკვეთილების პიკშია. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ, შესაბამისად, მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნება ჩართული, როგორც ჩანს, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით, ნაციონალური მოძრაობა ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება. ფაქტია, რომ ამ პარტიას არჩევნებში ამომრჩევლის მობილიზების ნაცვლად, სხვა სახის – დესტრუქციული მიზნები აქვს და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მათ მორიგ მავნებლურ ზრახვებს, ამ უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას კიდევ ერთხელ გასცეს ღირსეული და საკადრისი პასუხი. სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა საქართველო წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას, მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად