მამუკა მდინარაძე 17 წლის გოგონას გარდაცვალებაზე: ამაზრზენია კოვიდის მიწებება იქ, სადაც კოვიდი არაფერ შუაშია

„ტყუილის დრო არასდროს არ არის, მაგრამ ამის დრო განსაკუთრებით ახლა არ არის. ამ ძალიან რთულ სიტუაციაში, რაც ეპიდემიას თან ახლავს, ჯანდაცვის მინისტრზე და ექიმებზე კი არ უნდა გავილაშქროთ, ერთად დგომით, ხარვეზების აღმოფხვრაზე უნდა ვიმუშაოთ”, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 17 წლის გოგონას თითქოსდა კოვიდით გარდაცვალების თაობაზე.

მისი თქმით, იქ, სადაც კოვიდი აბსოლუტურად არაფერ შუაშია, ასეთი ფაქტების ამაზე მიწებება მართლაც ამაზრზენია.

“17 წლის გოგონასთან დაკავშირებით, სამწუხაროა რომ იმ ხარვეზების მიუხედავად, რაც ბუნებრივია, ამ ძალიან რთულ სიტუაციაში, რაც ეპიდემიას თან ახლავს და ხარვეზი რა თქმა უნდა იქნება, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, ვიღაცას თავს კი არ დავესხათ და გავილაშქროთ ჯანდაცვის მინისტრზე და ექიმებზე და რაღაც კონტენტები, მაგალითად სოცქსელებში ვაკეთოთ მათი თავდასხმისათვის, არამედ ერთად დგომით ამ ხარვეზებზე და მის აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხარვეზის უფრო მეტად უტრირება ხდება.
„ზოგ შემთხვევაში შეიძლება კრიტიკა სამართლიანიც იყოს, მაგრამ სადაც კოვიდი აბსოლუტურად არაფერ შუაშია, ასეთი ფაქტების ამაზე მიწებება მართლაც ამაზრზენია, ძალიან ცუდია. ტყუილის დრო არასდროს არ არის, მაგრამ ამისი დრო განსაკუთრებით ახლა არ არის. მებრძოლებს ომის დროს თავს არ უნდა დაესხა. ეს დაუწერელი წესია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად