მამუკა მდინარაძე “ქართულ მარშზე”: სამწუხაროდ, ასეთ ჯგუფებსაც აქვთ ნებისმიერ ქვეყანაში პარტიის დაფუძნების უფლება

„სამწუხაროდ, ასეთ ჯგუფებსაც აქვთ კანონმდებლობით ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის პარტიის დაფუძნების, მოძრაობის შექმნისა თუ ენ ჯე ოს შექმნის უფლება. ასევე გყვავს კრიმინალური ჯგუფები, პარტიად წოდებული „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. „ევროპული საქართველო“, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და პროდასავლურად პოზიციონირებენ. ორივე ძალიან საშიშია, ორივე ძალიან ცუდია. განსაკუთრებული საშიშროება ამ მხრიდან რომ მოდის, არანაკლები მოდის იქიდან“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სადაც გამოეხმაურა “ქართული მარშის” მიერ პარტიის დაფუძნებას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, კანონმდებლობით „ქართულ მარშს“ პარტიის დაფუძნების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, „ქართულმა მარშმა“ პოლიტიკური პარტია დააარსა და 2020 წლის არჩევნებისთვისაც იწყებს მზადებას.

„ქართული მარშის“ ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა – სწორედ იქ, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს, წინა მოწვევის საპარლამენტო სია წარადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად