მამუკა მდინარაძე: ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების“ შედეგი 60 %-თან იქნება მიახლოებული

“ხვალ ჩვენ ქვეყანას აქვს კიდევ ერთი ტესტი ჩასაბარებელი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ წარმატებით. ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები”.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხვალინდელ არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების“ შედეგი 60 %-თან იქნება მიახლოებული. ეს არის ჩვენი პროგნოზი, დანარჩენს ხვალ, დემოკრატიული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს და ყველას, არა მხოლოდ „ქართული ოცნებას“, ჩვენ ქვეყანას, ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, რადგან ეს გამარჯვება იქნება ხვალინდელი ძალიან პოზიტიური დღის წესრიგის მომასწავებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად