მამუკა კორძაიამ პლაჟზე მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში პლაჟზე მოჭიდავეთა მსოფლიო სერიის მეოთხე, დასკვნითი ეტაპის შეჯიბრება დასრულდა…

90 კგ წონით კატეგორიაში მამუკა კორძაიამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სერბი საბოლჩ ხორვატი დაამარცხა და დასკვნითი მეოთხე სერიის ბრინჯაოს მედალთან ერთად ოთხი სერიის ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველმა ფალავნებმა 3 წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...