მამუკა ხაზარაძის ახალ მოძრაობას “ლელო” ერქმევა

მამუკა ხაძარაძემ ანაკლიაში ახალი მოძრაობის პრეზენტაციაზე გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან ნაწყვეტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მის მოძრაობას “ლელო” ერქმევა.

“მე მინდა ერთი გენიალური ლექსი გავიხსენო, ლექსი რომელიც ჩვენმა დიდმა პოეტმა გალაკტიონმა დაწერა.

ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო –
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო.

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!” და ასე შემდეგ…

ვაფუძნებ მოძრაობას რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა “ლელო”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...