ხაზარაძემ ივანიშვილს ქვეყნის დასატოვებლად “თბილისი- მოსკოვის” მიმართულებით ბილეთი უყიდა

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის დასატოვებლად, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ “აეროფლოტის” ბილეთი უყიდა.

მამუკა ხაზარაძემ ბილეთი, დღეს ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლში წარუდგინა.

“ბიძინა ივანიშვილის უსირცხვილო განცხადება და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, როცა მან თქვა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე იგი დააფინასებს 35 ევროიან ბილეთებს ქუთაისის აეროპორტიდან და ჩვენ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე სჭირდება სამუშაო ადგილი, ნორმალური, ღირსეული ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში, გაუშვებს ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში. პრაქტიკულად ეუბნება  ჩვენ მოსახლეობას – საქართველო ქართველების გარეშე.

მე დღეს გადავწყვიტე და ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი. ეს ბილეთი არის აეროფლოტის ბილეთი, რომელიც გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე,  თბილისი-მოსკოვის მიმართულებით.

მინდა ვუთხრა მას, რომ ეს არ არის 35 ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნეს კლასი, იმიტომ რომ შეუჩვეულია კარგ ცხოვრებას და ამ ბილეთი მას შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა”. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქოს სასამართლოში “თიბისი ბანკის გაკოტრების საქმეზე” სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, სადაც ბრალდებულები არიან თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახედ 700 000-700 000 ლარიამი გირაო შეუფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად