მამუკა ხაზარაძე: ვტოვებთ TBC ბანკში დაკავებულ თანამდებობებს, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი

ამის შესახებ :თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო

როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა თბსბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 % გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციოერებმა დღეს 130 მლ დოლარით იზარალეს . წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ქონდა.

ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. 

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი . ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას.
სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!”, – წერს მამუკა ხაზარაძე. 

ცნობისთვის, დღეს მთავარმა პროკურატურამ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის ბრალი წაუყენა, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

დაახლოებით 5 თვის წინ, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევაზე განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღეში კი „TBC ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ  ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი /თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში

აღნიშნული განცხადებების  შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას წერილი შუამავალმა გადასცა, რომლის ასლი მოსამართლესაც წარუდგინა.

ასევე ხაზარაძემ აღნიშნა, რომ “თიბის ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს  მაშინ, „როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება“.

წერილის გაგზავნის ფაქტს  შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს და აცხადეს: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს ყველას პირში ვეუბნები  ხაზარაძე კი აცხადეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

პროკურორმა კი განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყოასევე 2019 წლის 6 მარტს აღნიშნა რომ წერილი ექსპერტიზაზე გაგზავნილია უცხოეთში.

2019 წლის 9 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძე  სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

2019 წლის 10 ივნისს “აიპრესი“ დაინტერესდა ჩამოვიდა თუ არა ექსპერტიზის პასუხი უცხოეთიდან, რაზეც ზვიად კორძაძემ განაცხადა: „ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ ჩამოსულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად