მამუკა ხაზარაძე: ვიცი, რომ “ტვ პირველი” ჩემი ტელევიზია ჰგონიათ, დღეს რომ მოვედი კარს ვერ მოვაგენი

ნამდვილად ვიცი. მე მგონი ჩვენთვის შემოტევა ამით დაიწყო და რომ მოვედი კარს ვერ მოვაგენი, – ასე პასუხობს პოლიტიკაში ახლად ჩართული ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვას, – იცის თუ არა, რომ “ტვ პირველი” მისი ტელევიზია ჰგონიათ და დიდი ხანი ამტკიცებდა რომ ეს ასე არ არის და ბოლოს თავი დაანება.

“როცა სუს-ი და სხვა ორგანოები ვერ არკვევენ, რა კავშირი მაქვს “ტვ პირველთან” და არსებობს თუ არა რაიმე მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ ქვეყანა იმართება ჭორების დონეზე. სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი პარტნიორი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...