მამუკა ხაზარაძე: ვერ წარმომიდგენია, ქართველი კაცი რვა წელიწადი ერთი კაცის ხუშტურებს ეგუებოდეს

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებს “ოცნება” ვერ მოიგებს.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ოცნება” ვერ მოიგებს, ეს არის პროპაგანდისტული მაქნანა. ყველას ეგონა, რომ საბჭოთა კავშირი არასდროს არ  დაინგრეოდა, მაგრამ დაინგრა ერთ დღეში. ეს არის ილუზია, ესენი არიან გაკოტრებული ძალა. ვერ წარმომიდგენია, ერთ ქართველს მაინც ამ ქვეყანაში, თუ ის არ არის ტერორის ქვეშ, თუ მისი ოჯახი არ არის სოცდახმარების და წნეხის ქვეშ, უნდოდეს ისე ცხოვრების გაგრძელება, როგორც ცხოვრობენ. ვერ წარმომიდგენია, ქართველი კაცი ეგუებოდეს რვა წელიწადი ერთი კაცის ხუშტურებს. ვერ დამაჯერებს ვერავინ. ადამიანებზე მანიპულაციის საშუალებად გადაიქცა უკვე ამ გამოკითხვების შედეგები. ამიტომ შევიკავეთ ჩვენ ჩვენი გამოკითხვების გამოქვეყნებისგან თავი, რომ უბრალოდ რიგში არ ჩავგდეთ, როგორც ერთერთი. ჩვენ ზუსტად ვიცით, 250 ათასი “ლელოელის” დიდი ჯარი ვართ დღეს. ეს არის არის ნაღდი, რაც ხელში გვიკავია”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად