მამუკა ხაზარაძე: რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია, ვემიჯნები ისეთ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა პარალიზება გაუკეთოს ჩვენ ქვეყანას

“პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ბუნებრივია ვიცოდით. რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ თავიანთ პოზიციას”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ აქტივისტები მოთხოვნებს დააყენებდნენ, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი 2 კვირაში გადაწყდეს.

“მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, „ლელოს“ სახელით, რომელმაც შეიძლება, პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

საერთოდ, ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...