მამუკა ხაზარაძე: ვაპირებ შევიდე ნიკა მელიასთან და ვესაუბრო, რომ ის დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს

“ლელო” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ რუსთავის №12 ციხეში პარტია “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის მონახულებას აპირებს.

ხაზარაძის თქმით, მელიას საუბარს ორ საკითხზე აპირებს.

“მე ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე.

ის დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან ამიტომ მან უნდა გამოიყენოს ეს შანსი. ეს იქნება “გალაწუნება” “ქართული ოცნებისთვის” და მათი მართლმსაჯულებისთვის.

მეორე საკითხი, რომელიც მე მასთან მინდა გავიარო, არის საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნა”, –  აცხადებს მამუკა ხაზარაძე. რომლის განცხადებასაც “ლელო” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...