მამუკა ხაზარაძე: პირადი ადვოკატების მინისტრებად დანიშვნა ტრადიციად იქცა

“ეს არის აბსოლუტურად მახინჯი ფორმა ქვეყნის მართვის”,-ამის შესახებ “თიბისი” ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მას არ აქვს იმის მოლოდინი რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში რაიმე საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და ის ქვეყნის მმართვის დღევანდელ სისტემას “მახინჯს” უწოდეებს.

” მე იმედი არ მაქვს რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში საერთოდ საქართველოში ნებისმიერი საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატები გენერალურ პროკურორებად და ასევე მინისტრებად დანიშვნა. ეს არის აბსოლუტურად მახინჯი ფორმა ქვეყნის მართვის”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...