მამუკა ხაზარაძე: თუ ვინმეს უკეთესი სცენარი აქვს, მოგვაწოდეთ და მზად ვართ განვიხილოთ

თუ ვინმეს უკეთესი სცენარი აქვს, მოგვაწოდეთ და მზად ვართ განვიხილოთ, – ასე პასუხობს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმ კრიტიკოსებს, ვინც ოპოზიციის იმ ნაწილს აკრიტიკებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა.

“ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ თავდებით იყოს მელია გამოშვებული და დასტაბილურდეს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მე აუცილებლად შევალ პარლამენტში, რომ ამნისტიის კანონში მივიღო მონაწილეობა ისე, რომ 20 ივნისს დაზარალებულები მეორეჯერ არ დაზარალდნენ და მეორეჯერ ტრავმა არ მივაყენოთ ადამიანებს, რომელთაც მთელი ცხოვრების ტრავმა მიიღეს. ეს საკმაოდ რთული გზა გვაქვს გასავლელი.

ვინც კრიტიკით უყურებს ამ ვითარებას და გამოსავალს კრიტიკის გარდა არაფერს არ აძლევს, ყველას მინდა მივმართო, რომ თუ ვინმეს უკეთესი სცენარები აქვს, მოგვაწოდეთ და მზად ვართ ეს სცენარები განვიხილოთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...