მამუკა ხაზარაძე: თუ სააკაშვილს გადაიყვანენ კლინიკაში და სასამართლოზე სიარულს შეძლებს, “ლელო” აქციებს დაამთავრებს

თუ სააკაშვილს გადაიყვანენ კლინიკაში და სასამართლოზე სიარულს შეძლებს, “ლელო” აქციებს დაამთავრებს, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული, ასევე მას ჰქონდეს საშუალება, რომ სასამართლოზე წარდგეს. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, ეს იყო ჩვენი მიტინგებზე გამოსვლის მიზანი. თუ ეს ყველაფერი შესრულდება “ლელო” დაამთავრებს აქციებს, მაგრამ გააგრძელებს პროტესტს იმ კურსის წინააღმდეგ, რომელსაც “ქართული ოცნება” ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს რუსული მმართველობის კურსია”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში კანონი და სიმშვიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

კომენტარები
იტვირთება...