მამუკა ხაზარაძე: სიტყვები – „რევოლუცია“ და „გადატრიალება“ უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან

“ლელო” კატეგორიულად გაემიჯნება ნებისმიერ საკითხს, რომელიც კანონიერების ფარგლებს გასცდება. ჩვენ არ გვინდა და ქვეყანას არ სჭირდება რევოლუცია, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“სიტყვები – “რევოლუცია” და “გადატრიალება” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ეს ასევე არის იმ წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც “ქართულ ოცნებას” აწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის ვართ შეკრებილები. ჩვენი მიზანია, ტყუილიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა და არა ის, რომ რევოლუციის გზას დავაყენოთ.
დროა, ერმა ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, დიალოგის და კომპრომისების გზით, ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრა. ამის რესურსი გვაქვს მაშინ, როცა იცი, რომ შეიძლება ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყანა ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი ისე შეასუსტოს, რომ ვერ დაბრუნდეს საწყის წერტილზე, რევოლუცია და მსგავსი მოქმედება ყველამ უნდა ამოიგდოს თავიდან. “ლელოს” პოზიცია არის უცვლელი და ყველამ იცის, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ვემიჯნებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც მიუღებელია ჩვენი ხალხისთვის, იმას არ გავაპროტესტებთ, ან აქციებს და პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმებზე ვიტყვით უარს, თუმცა ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად