მამუკა ხაზარაძე: სისტემური მიდგომა არ არსებობს, რატომ ჩაკეტვა ახლა და არა მაგალითად აჭარის ჩაკეტვა?!

სისტემური მიდგომა არ არსებობს, რატომ ჩაკეტვა ახლა და არა მაგალითად აჭარის ჩაკეტვა?! – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“აქ ერთი ან მეორე მხარე გამარჯვებული ვერ გამოვა. ეს ეხება მთელ ქვეყანას, ჩვენ შვილებს, მომავალს და საერთოდ სახელმწიფოებრიობას. ძალების გაერთიანებას აქვს დიდი მნიშვმელობა.

სამწუხაროდ, მათ ეს ტვირთი თვითონ იკისრეს და ეგონათ, რომ ამ პრობლემას გადაწყვეტდნენ, მაგრამ პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა დააყენეს იმ პრობლემის წინაშე, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით. ამიტომ, ეს ჩაკეტვა ზუსტად ისეთივე ერთჯერადი ღონისძიებაა, რომელიც მათ სხვადასხვა დროს ჩაატარეს. ეს ნიშნავს, რომ სისტემური მიდგომა არ არსებობს. რატომ ახლა ჩაკეტვა და რატომ აჭარის ჩაკეტვა არა მაგალითად”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად