მამუკა ხაზარაძე: შევაჯეროთ ფორმულა და ეს ქვეყანა გადავტვირთოთ, ვადამდელის გარეშე ეს ვერ მოხდება

დავსხდეთ, მოვიფიქროთ ფორმულა. ისეთი, რომ სახეც შეინარჩუნონ, არ დაერქვას ამას, რომ ვიღაცამ ვიღაცას აჯობა. სულ იმის მოწინააღმდეგე ვარ, რომ სიტყვა “რევანში” ამოვიღო ხმარებიდან, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. შევაჯეროთ ისეთი ფორმულა, რომელიც ამ ქვეყანას გადატვირთავს. ვადამდელი არჩევნების გარეშე ეს ქვეყანა ვერ გადაიტვირთება. იმიტომ, რომ სულ იქნება იმის განცდა, რომ ვიღაცამ ვიღაცას ხმა მოპარა. ეს არის ფაქტი. ამიტომ დავსხდეთ, მოვიფიქროთ ფორმულა. ისეთი, რომ სახეც შეინარჩუნონ, არ დაერქვას ამას, რომ ვიღაცამ ვიღაცას აჯობა. სულ იმის მოწინააღმდეგე ვარ, რომ სიტყვა “რევანში” ამოვიღო ხმარებიდან. ავაშენოთ ხიდები და ვთქვათ, რომ საქართველო დღეს გადასარჩენია. მისი გეოპოლიტიკური პოზიციონირება და მისი დასავლური ვექტორია გადასარჩენი. ჩვენი ხალხია გადასარჩენი, 3 დღეში 90 000 ადამიანი დარეგისტრირდა გერმანიაში წასასვლელად. სირცხვილია! ამიტომ, ვინც აქ ვრჩებით, აქედან ფეხს არ მოვიცვლით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...