მამუკა ხაზარაძე: შარლ მიშელის ახალი დოკუმენტით შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ

მინდა მადლობა გადავუხადო ელჩებს, ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლებს. დოკუმენტის ბოლო 2 საკითხზე, თქვენ იცით, რომ მიდიოდა მოლაპარაკება და საბოლოოდ შეჯერება უნდა მომხდარიყო. – ასე ეხმიანება “ლელოს” ერთ -ერთი ლიდერი მამაუკა ხაზარაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს.

“პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა “ლელო”ყველა ამ პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს პარტიამ და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს.

მე მინდა გითხრათ, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ შეთანხმების მეორე მონაწილე “ქართული ოცნება” ბოლო წუთში ჩაეხსნა შეხვედრას და ეს არის, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება, იმპულსურად მოქმედებენ, რაც აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს. არ აქვს მნიშვნელობა ვის უჭერდნენ ისინი მხარს, იმ მოთმინებისთვის, რაც ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ ბოიკოტისა და მოლაპარაკებების დროს გამოიჩინეს.

ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე.

მინდა გითხრათ, დაიწყო გადატვირთვის პროცესი. ამას “ლელო” ყოველთვის ამბობდა. ვფიქრობ ამ დოკუმენტის დასრულებით, ქვეყანაში დაიწყება ახალი გადატვირთვა. ეს გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზებაში, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის და შეერთებული შტატების მონიტორინგის ქვეშ.” – წერს მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტი გამოუგზავნა.

მიშელმა ახალი დოკუმენტი “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: რომლის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://eeas.europa.eu/sites/default/files/210418_mediation_way_ahead_for_publication_0.pdf

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...