მამუკა ხაზარაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც აქვეყნებს.

“შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარესთან ილია მეორესთან. ვისაუბრეთ მოძრაობა “ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.
პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.
ერთად საქართველოსთვის!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად