მამუკა ხაზარაძე სააკაშვილზე: არ მინდა კომენტარის გაკეთება ვინ ჩამოდის და მიდის, ეს კინო უკვე ვნახეთ

არ მინდა კომენტარის გაკეთება ვინ ჩამოდის და მიდის, ეს კინო უკვე ვნახეთ, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ის ჩამოდის.

“ჩვენ ვართ იმაზე მეტი ვიდრე პარტია და ამას თითოეული მოქალაქე ნახავს. საერთოდ არ მინდა კომენტარი, ვინ ჩამოდის და ვინ მიდის. ეს კინო უკვე ვნახეთ. 8 წლის წინ ვიღაცის გაშვებით რომ “ოცნება” მოვიდა დღეს როცა დაჭაობებულ ქვეყანაში იგივე სცენარი შემოდის, ამაზე საერთოდ არ მინდა საუბარი. არ უნდა აირჩიო ორ ცუდს შორის, არ უნდა აირჩიო წარსულს შორის. ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი პროგრამით, ახალი ხედვით და რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ვართ ახალი სტანდარტის დამაარსებელი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად