მამუკა ხაზარაძე: სააკაშვილმა და ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა ჩიხში

“ლელო” არის დამოუკიდებელი, არ მაინტერესებს ვინ მიდის ან ვინ მოდის, ჩვენთვის მთავარია კანონი კანონობდეს და ადამიანს ხმის უფლებას არ ართმევდნენ”- ასე გამოეხმაურა “ლელოს” თავმჯდომარე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას.

“ლელო” შეიქმნა იმისთვის, რომ ეს ერთი და იგივე მდგომარეობა რომელშიც წლებია ჩვენი ქვეყანაა, დამთავრდეს. სააკაშვილმა და ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა ჩიხში. ამ ორმა ადამიანმა თავიანთი ამბიციებით და ჯიბრით შეიყვანა ეს ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში. მათ არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა. კანონი უნდა კანონობდეს. ჩვენ კი ამ მდგომარეობას შევცვლით. ამის მთავარი საწყისი კი სამართლიანი არჩევნებია. დღეს არჩევნების გაყალბების საკითხს, იმ სასამართლოში ვამტკიცებთ, რომელიც ნაციონალებმა ჩააბარეს ივანიშვილს. ეს უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ. არ მაინტერესებს ორპოლუსიანობა, ხალხისთვის სულ ერთია ვინ მოვა ხელისუფლებაში მთავარია მათ პრობლემები გადაუჭრას. ესაა დღეს მნიშვნელოვანი,”- აღნიშნა ხაზარაძემ.

“ლელო” თავმჯდომარის განმარტებით, მას პარტია არ შეუქმნია საკუთარი ბიზნესის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს და ქვეყანა ეკონომიკურად გააძლიეროს.

“ამ სიტუაციაში დათმობა არ იქნება. რა სასჯელიც არ უნდა მომცენ, ხმის ქურდებთან ერთად პარლამენტში არ დავჯდებით. ეს პრინციპის საკითხია. ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადებებშიც მკვეთრად ხაზგასმულია, რომ ცესკოსა და ხელისუფლების ურთიერობა გამიჯნული არ იყო. პასუხისმგებლობა კი ეკისრება იმ ხალხს ვინც არჩევნები გააყალბა,”- აღნიშნა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად