მამუკა ხაზარაძე: სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი სხეულის ორი თავია

სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი სხეულის ორი თავია, – ასე ეხმაურება “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” მესამე პრეზიდენტის და “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას.

“მე განვმეორდები, არაფერი სენსაციური ამაში არ თქმულა. მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ეს არის ერთი სხეულის ორი თავი. ეს გაკეთებულ საქმეებზე და გადაბარებულ მოსამართლეებზე და მართვის მეთოდებში ძალიან კარგად ჩანს. ამიტომ, ჩვენ სწორედ იმ პოზიციაზე ვართ, რომელზეც ვიყავით. ეს არის დამოუკიდებელი ძალა და პარტია. შესაბამისად, ჩვენ მოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც არის ნამდვილი ოპოზიციური ძალა. ჩვენ ვიქნებით ხელისუფლების ნამდვილი ალტერნატივა არჩევნებზე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 20 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში და ხედავს მხოლოდ „საზოგადოების კოალიციას“. სააკაშვილი ამბობს, ამ არჩევნებზე უმრავლესობას აიღებს ან „ნაციონალური მოძრაობა“, ან საქართველო დაიღუპება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად