მამუკა ხაზარაძე: როცა მაგიდის მოპირდაპირე მხარეს გიზიან მატყუარები, უნდა აუყირაო მაგიდა

“ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საერთაშორისო და განსაკუთრებით შეერთებული შტატების პოზიციას, მაგრამ უამრავი დარღვევა ამოდის, რომლის ფაქტობრივი დადასტურება იქნება და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას შეიცვლიან იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია გარემოზე, ეს ყველაფერი კარგად დადგმული სპექტაკლი იყო, არის უზარმაზარი დარღვევები ოლქებში, შესაბამისად ყველა ფაქტს ჩვენ გავასაჯაროვებთ და ადამიანები დაინახავენ.

ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

მისი თქმით,  არჩევნები პირველ რიგში, ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებაა, თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნები გაყალბდა.

“არჩევნები პირველ რიგში არის ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა და ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოში, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს და კიდევ ვიმეორებთ, ჩვენ არანაირი სურვილი არა გვაქვს, რომ ამ სპეცოპერაციაში, რომელიც არის ტყუილზე დაფუძნებული, რომელიც არის ქვეყნის არაპერსპექტივაზე არასახელმწიფოებრიობაზე დაფუძნებული მივიღოთ მონაწილეობა.

მე მოვუწოდებ მთელ ოპოზიციას, ყველას ვისაც ამ ქვეყანაში უნდა ნორმალური კანონი, სამართალი, თავისუფლება, გავერთიანდეთ, არ დავთმოთ არც ერთი ჩვენი ამომრჩევლის ხმა იმიტომ, რომ ეს არ ეხება „ლელოს“ ან რომელიმე პარტიას, ეს ეხება თითოეულ თქვენთაგან მეგობრებო. თუ ამ თავისუფლებას დავთმობთ და ამას წაგვართმევენ ამ ქვეყანას პერსპექტივა არ გააჩნია, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, ჩვენ ვაიძულებთ საერთაშორისო და შიდა ყველა რესურსით, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.

როცა მაგიდის მოპირდაპირე მხარეს გიზიან მატყუარები იმ ადამიანებს უნდა აუყირაო მაგიდა, არ შეიძლება, ყველაფერს აქვს საზღვარი, უნდა დაისვას წერტილი და ამ ქვეყანამ უნდა დაიწყოს ნორმალური განვითარება – ეს არის ჩვენი პასუხი, არავის გაპრავებას არ ვაპირებთ ჩვენ აქ,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად