მამუკა ხაზარაძე: რეგიონებში ისეთი მდგომარეობაა, ცრემლს ძლივს ვიკავებდი

ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

„რაც ხდება ეს არის ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა, ეს არის რუსეთის პროექტი.
გუშინ დავბრუნდი რეგიონიდან, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მოვიარე იმერეთი, სამეგრელო. შევხვდი ადამიანებს და მინდა გითხრათ, რომ დადგა დრო, რომ მოხდეს გარღვევა, დადგა დრო ეს ყველაფერი შეიცვალოს.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გაუსაძლისი მდგომარეობა, ამოწურული ფიალა, რომელიც ხალხს ამოეწურა და ახალი იმედი სჭირდება ამ ადამიანებს,
ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი და თქვა, რომ ჩემი ოცნება არიო და მერე თქვა – უი ოცნება რამ წამონაცდენიაო. უბრალო ადამიანების საუბარში სიტყვა ოცნებაც კი უკვე ლექსიკონიდან არის ამოღებული. ამას ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ. მართლა გული მწყდება. ამხელა შესაძლებლობის პარტიასაც, იგივე ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი დეგრადირება მოუვიდა.
ეს ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და მომავლისთვის ცუდია. ამას იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ოპოზიციაში ვარ. მართლა გული მწყდება. პატარაა ეს ქვეყანა. დაიცალა ეს ქვეყანა. ხალხს იმედი აღარ აქვს. ცრემლს ძლივს ვიკავებდი ისეთი მდგომარეობაა“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე: დადგა დრო, მოხდეს გარღვევა და ყველაფერი შეიცვალოს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად