მამუკა ხაზარაძე: “ქვეყანა მიდის იმ მიმართულებით, რომ საქართველო გახდეს რუსეთის გუბერნია”

ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა, უფრო სწორედ “ოცნების” პრეზიდენტმა თქვა ის რეალობა რაც არის. ბიძინა ივანიშვილი არის მათთვის პრემიერი, პრეზიდენტი, მამა მარჩენალი. ადამიანი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას არაფორმალურად და შესაბამისად ეს ქვეცნობიერად მან გააჟღერა ძალიან მაღალი ტრიბუნიდან და თქვა, რომ ჩემზე მაღლა კიდევ არსებობს ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ქვია და მე მის დავალებებს ვასრულებს.
ქვეყანა მიდის იმ მიმართულებით, რომ საქართველო გახდეს რუსეთის გუბერნია.
ამაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მაშინ ძალიან მძიმე სიტუაციაში, უფრო მძიმე სიტუაციაში ვყოფილვართ,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად