მამუკა ხაზარაძე: პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე შესათანხმებლად, აუცილებელია დანიელსონის მონაწილეობა

“ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. ” – ამი შესახებ “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა.
დარჩენილ ორ პუნქტზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა.
ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა.” – წერს მამუკა ხაზარაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...