მამუკა ხაზარაძე: პირველი ყველაზე დიდი კიბერშეტევა მოხდა “თიბისი” ბანკზე

პოლიტიკური მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “თიბისი” ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევა გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, ამ დრომდე გამოუძიებელია, რაც მას უჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება გარკვეული ტიპის კიბერდანაშაულს მფარველობს.

“პირველი ყველაზე დიდი კიბერშეტევა მოხდა “თიბისი” ბანკზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივაწოდეთ ყველა მონაცემი იმ დროინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას.

გავიდა თითქმის 2 წელი და არ არის დაძრული ეს გამოძიება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება არა თუ დაინტერესებულია მსგავსი ფაქტების გამოავლინოს, არამედ, უბრალოდ, მას ხელს აფარებს. ამას ემატება ის ბოტების და ტროლების უზარმაზარი ფაბრიკა, რომელიც Facebook-მა დაუხურა მმართველ პარტიას,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა კიბერშეტევა განახორციელა

“2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად