მამუკა ხაზარაძე: ფაქტი სახეზეა, ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის

ფაქტის სახეზეა, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მხარეებს შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდეს.

“ფაქტი სახეზეა, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის, რა ტიპის კომპრომისი იქნება ეს ვნახოთ, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა არ მიიღებს იმ კანონს, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად