მამუკა ხაზარაძე: „ოცნება“ ნეტა გვესაუბრებოდეს… ესეც ხრიკია, თითქოს ვიღაცები ჩუმად ხვდებიან მათ

“ოცნება” ნეტა გვესაუბრებოდეს… ესეც ხრიკია, თითქოს ვიღაცები ჩუმად ხვდებიან მათ, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

“ნეტა გვესაუბრებოდნენ და ძალიან ღიად მოვუყვებოდით საზოგადოებას, რას გვეტყოდნენ და რას ვუპასუხებდით. ჩვენ ასეთი “ბედნიერება” არ გვქონია. ესეც ტიპიური ხრიკია, რომ საზოგადოებას უთხრან, რომ თითქოს ვიღაცები ჩუმჩუმად დადიან. არ ვიცი ვინ დადის, მაგრამ ჩვენი, “ლელოს” მოლაპარაკება ხდება მხოლოდ ფასილიტატორების მეშვეობით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად