მამუკა ხაზარაძე: ოპოზიციურ ბოიკოტში მონაწილეობით ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა

ოპოზიციურ ბოიკოტში მონაწილეობით ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც თქვენ პარლამენტში შეხვედით, პარტია “ლელოსთვის” რამდენად მომგებიანი აღმოჩნდა ამ ბოიკოტში მონაწილეობა”, – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, რაზეც ხაზარაძემ უპასუხა:

“მე ასე არ ვუყურებ, მე პარტიის გადასახედიდან არ ვუყურებ ქვეყანაში არსებულ პრობლემას. ასე რომ უყურებენ პარტიის გადასახედიდან, ამიტომ ვართ ჩაკეტილ ციკლში 30 წლის განმავლობაში. მე ვუყურებ იმას, თუ რა მოხდა და რა პოზიცია უნდა დავიკავოთ ჩვენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრი ხმები მოგვპარეს, არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის ზღვარზე, თავისუფალ მაგრამ არასამართლიან პირობებში.

რას მივაღწიეთ? მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო დაბრუნდა საერთაშორისო რადარზე საკაოდ კარგად, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი პირადად ჩაერთო ამ კომფლიქტკში, მივაღწიეთ იმას რომ შევიმუშავეთ დოკუმენტი, რაც საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...