მამუკა ხაზარაძე: ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, „ოცნებამ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან

“დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება – ოცნების სასამართლო და პროკურატურა. ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ ვინ და როდის უნდა დაიჭირონ, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო კი აფორმებს ამ გადაწყვეტილებებს.” – ამის შესახე “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ქართულ ოცნებას არ უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, ქართულმა ოცნებამ, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს.

ქართულმა ოცნებამ დღეს უარი განაცხადა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება.
მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს…” – წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ,დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...