მამუკა ხაზარაძე: მოვუწოდებ, “ოცნების” ყველა წევრს და ძალოვნებს, ხელი არ წაგიცდეთ მეგობრებო!

ყველა უბანზე ვართ წარმოდგენილები და არცერთ ხმას, ვისიც არ უნდა იყოს, არ დავუთმობთ “ქართულ ოცნებას” გაყალბებისთვის, – მის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“მოვუწოდებ, “ოცნების” ყველა წევრს და ძალოვნებს, ხელი არ წაგიცდეთ მეგობრებო. დაფიქრდით. ჭიქას რომ აიღებთ ხელში და საქართველოს ადღებრძელებთ, გაიხსენეთ – რას გააკეთებთ და რას არ გააკეთებთ ხვალ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სამშობლოს ეხება, ჩვენ მომავალს ეხება, ნუ გადაყვებით პარტიულ დავალებებს და ნუ შეასრულებთ ცუდ დავალებებს. ამ ქვეყანას მეტი რეზერვი არ აქვს და ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ამ ჭაობიდან. 250 000 ადამიანია მობილიზებული ჩვენგან, ყველა უბანზე ვართ წარმოდგენილები და არცერთ ხმას, ვისიც არ უნდა იყოს, არ დავუთმობთ “ქართულ ოცნებას” გაყალბებისთვის. ამას ვპირდები ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად