მამუკა ხაზარაძე: მაშინ თალაკვაძემ დეპეშა გაუგზავნოს პრეზიდენტ მიშელს, რომ დანიელსონი აღარ გამოგზავნოს

“მაშინ ბატონმა თალაკვაძემ დღეს უნდა გაუგზავნოს დეპეშა, ხაზს ვუსვამ პრეზიდენტ მიშელს, რომ დანიელსონი აღარ გამოგზავნოს”, – ასე პასუხობს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გადაცემა “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვას იმაზე, რომ თალაკვაძე დღესაც აცხადებს, რომ არც ამ მოლაპარაკების დროს დათმობს ხელისუფლება რამეს ვადამდელ არჩევნებთან და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ პოზიციებს არ დათმობს.

“ჩვენ ორ მხარეს მოლაპარაკება კი არ გვჭირდება, რომ ჩამოვიდეს ვიღაცა. ძველად მოსკოვიდან ჩამოდიოდნენ და ახლა ბრიუსელიდან. ამის ანალოგი კი არაა, რომ ვიღაც ჩამოდიოდა და რაღაც ახალ ველოსიპედს გამოიგონებს. ჩვენ გვჭირდება იმ ევროპულ სტანდარტზე მოლაპარაკება, რომელიც ჩვენი ევროატლანტიკური კურსის მიმართ შეუქცევადი იქნება.

თუ სასამართლო სისტემაზეა საუბარი, ჩვენ გვჭირდება ისეთი სასამართლო რეფორმა, რომელიც ამ სისტემას ერთხელ და სამუდამოდ გამოასწორებს ამ ქვეყანაში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...