მამუკა ხაზარაძე: მარგველაშვილს შევხვდით ერთ-ერთ კაფეში, შევთანხმდით, რომ ხელისუფლება შესაცვლელია

მარგველაშვილს ჭავჭავაძეზე შევხვდით ერთ-ერთ კაფეში, შევთანხმდით, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, სიაზე საუბარი არ ყოფილა.

“მარგველაშვილს ერთ-ერთ ახლაგახსნილ კაფეში შევხვდით, ჭავჭავაძეზე, ღია, სოციალურ ადგილზე. დღისით იყო შეხვედრა და არც დავმალულვართ. სხვა ადამიანებიც ისხდნენ იმ კაფეში. ჩვენ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ჩვენს სახელმწიფოს. და არა მხოლოდ ჩამოშორება, ჩვენ სისტემა უნდა შევცვალოთ და კონკრეტული რეცეპტი დავდოთ, რათა ადამიანებმა იცოდნენ რა იქნება მათ ცხოვრებაში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად