მამუკა ხაზარაძე: მანახეთ ივანიშვილის გაკეთებული დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც მომგებიანია

მაგრამ ისინი თავის მაფიასთან და კლანთან ერთად ფულს აკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭირდო ურთიერთობებით, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლების შესახებ განაცხადა “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი”.

“დღეს განცხადება გააკეთეს, რომ ახალი ტენდერია საჭირო. იმიტომ, რომ იქ 2014 წლიდან იმდენი რაღაც არის გაკეთებულიო იქ. ექსპროპრიაციას რომ უკეთებ 5 ქვეყნის ინვესტორს ისე, რომ არც ნახვამდი ეუბნები, არც მადლობას და არც გამარჯობას, 75 მილიონ დოლარს იღებ და ითვისებ, ვინ ჩაგიდებს ქვეყანაში ფულს?! მაგრამ ეს არის მათი მიზანი. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ეს არის ივანიშვილის მიზანი, რომ არაფერი არ გაკეთდეს. მხოლოდ მისი სასტუმროები გაკეთდეს, რომელიც წამგებიანია.

მანახეთ მისი გაკეთებული დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც მომგებიანია, მაგრამ ისინი თავის მაფიასთან და კლანთან ერთად ფულს აკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭირდო ურთიერთობებით: რკინიგზა, ტრანზიტი, გაზის და ელექტროენერგიის შუამავალი კომპანიებისთვის. დაინტერესდით ვისი კომპანიებია. სახელმწიფო თუ ხარ, რაში გჭირდება შუამავალი კომპანია, როცა შემოგაქვს გაზი და ელექტროენერგია. აბა რატომ ვუხდით ამდენ ჩინოვნიკებს ხელფასს?! ეს არის ჩვენი ქვეყნის ძარცვა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად