მამუკა ხაზარაძე: კვირიკაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო აღმასრულებელი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში

კვირიკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებით დაიწყო “ოცნების” სერიოზული პრობლემები იმ მომენტიდან დაიწყო პროდასავლური კურსის ჩრდილოეთისკენ გადახრა, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ორი თვეა კვირიკაშვილთან არ უსაუბრია და იცის, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ უნდა.

“კვირიკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებით დაიწყო “ოცნების” სერიოზული პრობლემები, ეს უნდა ვაღიაროთ. იმ მომენტიდან დაიწყო პროდასავლური კურსის ჩრდილოეთისკენ გადახრა, იმ მომენტიდან დაიწყო ეკონომიკაში საკმაოდ სერიოზული ვარდნაც და ბევრი პროექტი, რომელიც დაწყებული იყო და რასაც მე პირადად მხარს ვუჭერდი. აქ მარტო ანაკლიაზე არ არის ლაპარაკი. არ ვამბობ, რომ ის იყო ოქროს ხანა, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო აღმასრულებელი ამ ხელისუფლებაში და საერთოდ საქართველოს უახლეს ისტორიაში.

მინდა გითხრათ, რომ გიორგისთან უახლოესი 2 თვის განმავლობაში კონტაქტი არ მქონია. მე ვიცი, რომ არ უნდა პოლიტიკაში დაბრუნება. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შრომისმოყვარე ადამიანი ქვეყნის სამსახურში უნდა იყოს დაბრუნებული. არა მარტო გიორგი, იგივე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ და არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ პოლიტიკურ ბატალიებში, ჩემი ამოცანაა, რომ ასეთი ადამიანები შევკრიბო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად