მამუკა ხაზარაძე: კუნთების თამაშმა ქვეყანა შეიძლება მიიყვანოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე

“დაახლოებით 6 პუნქტი ჩამოიწერა, ეს დოკუმენტი შეადგინა თვითონ პრეზიდენტმა. მე ამ დოკუმენტის გასაჯაროვების უფლება არა მაქვს, სანამ ის მუშა მდგომარეობაშია და იქ არის რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნების საკითხი”.

ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაძარაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა და განმარტა, რომ გამოსავალი არის მხოლოდ მომავალში.

“გამოსავალი არის მხოლოდ მომავალში. ამიტომ, ვფიქრობ პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი ამ საკითხების გადაწყვეტაში, ვფიქრობ, სხვა გამოსავალს ვნახავთ.

კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფლება…კუნთების თამაშმა ქვეყანა შეიძლება მიიყვანოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე” -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების დასმულ შეკიტხვაზე, შეეხებოდა თუ არა შეხვედრაზე საუბარი პოლიტპატიმრების საკითხს, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა: “ამ საკითხსაც შევეხეთ, კატეგორიულად იყო საკითხი დასმული, რომ სანამ მელია არის ამ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია საუბრის გაგრძლება, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად გამოვნახავთ”.

შეგახსენებთ, თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლება და ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...