მამუკა ხაზარაძე: ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია

“საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებასა და თავისულების დაკარგვაშია, ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ”.

ასე ეხმაურება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში:

„ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია. აქ საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, აქ საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაში, თავისულების დაკარგვაში, არჩევნების გაყალბებაში, ანაკლიის პროექტის პროექტის ჩაშლაში, სიღატაკესა და უმუშევრობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში, ქვეყნის საერთაშორისო, დემოკრატიული და ცივილური სამყაროს რუკიდან გაქრობაშია. ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...