მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილმა მითხრა, ანაკლიას შევეშვათ, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, “შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?”,-ამის შესახებ მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე ანაკლიის პორტის და ინვესტორების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“მე არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, განვითარების პროგრამაში, მიდის გეოლოგია, უცხოელები არიან ჩამოსული, და ა.შ. სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა, რომ “იცი რა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?” მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე… რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი თქვა, რომ “იცი რა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი [კვირიკაშვილი] გამაგრებულიყო, პრემიერად რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან. მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო…ხალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად