მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილი რუსული პროექტის განსახორციელებლადაა ჩამოსული და ახლა სპექტაკლი დაგვიდგეს

“ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში რუსული პროექტის განსახორციელებლად არის ჩამოსული”, – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ეს არის ჩვენი ქვეყნის გაღატაკება და ისეთ დონეზე დაყვანა, რომ ბოლო იმედიც კი დაკარგული აქვთ ადამიანებს. ამ ქვეყნიდან უკვე წარმატებული ადამიანები მიდიან, ეს არის რუსული პროექტი. ეს სპექტაკლი გადაყვანა-არგადაყვანაზე ამის გამო დაუდგეს ქართველ ხალხს. როდის შევთავაზეთ კოალიციის ფარგლებში, რომ არანაირი მიტინგი და თავყრილობა არ იქნებოდა იქ. იმიტომ წელავენ იმას, რომ ამ ადამიანს ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...