მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილი მატყუარა და მენტალურად წარსულის ადამიანია, მას 90-იანი წლების რუსული აზროვნება აქვს

ივანიშვილი მატყუარა და მენტალურად წარსულის ადამიანია, მას 90-იანი წლების რუსული აზროვნება აქვს, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“ივანიშვილი მენტალურად წარსული ადამიანია, ის აზროვნებს რუსული, 90-იანი წლების ზომებით. ის, რასაც ეუბნება თავის ამომრჩეველს, რომ სხვა საქართველო არ არის და აჩვენებენ კავკასიონს, ვენახს, გლეხ კაცს და არანაირ გაჭირვებას, რაც მათ ბოლო 8 წელში შექმნეს, ეს არის ტყუილი. ლამაზი კლიპებით ვერ გადაფარავ იმ რეალობას, რომლითაც “ოცნებამ” უბედურება მოიტანა. ეს არის ნიჰილიზმის დამკვიდრება და რუსეთის ვასალობა. 2 წლის წინ იძახდა ერთი წელი მომეცითო და ყველაფერს გამოვასწორებო. ეს არის მატყუარა ადამიანი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად