მამუკა ხაზარაძე: გუნდების შეკვრაში ძლიერი ვარ… არ ვემხრობი კონცეფციას, კარგად იმატავეს და წააგესო

გუნდური მოთამაშე ნიშნავს გუნდის ა წერტილიდან ბე წერტილში მიყვანას და არა იმას ვინ იმატავებს კარგად, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

ხაზარაძე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა “ლელოს” პრემიერობის კანდიდატი.

“მე რაშიც ვარ ძლიერი, ეს არის გუნდების შეკვრა. მე ყველა კომპანია ნულიდან შევქმენი და ყველა არსებობს, არცერთი არ დაშლილა. ჯერ უნდა შექმნა სისტემა და როდესაც გარკვეული ადამიანი უერთდება, ის ვერ ჩადის ისეთ რაღაცას, რასაც ჩადის დღევანდელი ხელისუფლება.

მე ვიქნები თუ არა “ლელოს” პრემიერობის კანდიდატი, ნუ დავაკონკრეტებთ ასე. გუნდური მოთამაშე ნიშნავს გუნდის ა წერტილიდან ბე წერტილში მიყვანას და არა იმას ვინ იმატავებს კარგად. “დინამოს” დაემართა ასე, რომ კარგად თამაშობდა და მერე წაგებების სერიები რომ დაიწყეს, გულშემატკივრები ამბობდნენ, რა კარგად იმატავეს, მაგრამ თამაში წააგესო. მე ვარ საწინააღმდეგო კონცეფციის მომხრე. მთავარია გუნდი ა წერტილიდან ბე წერტილამდე მივიდეს და სად ვიდგები მე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, მე ყოველთვის წინა ხაზზე”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად