მამუკა ხაზარაძე: გეუბნებით, უკვე დიდი ხანია, “ტვ პირველი” არ არის წერეთლების ოჯახის

“გეუბნებით, უკვე დიდი ხანია, “ტვ პირველი” არ არის წერეთლების ოჯახის. ეს არის მთელი საქართველოსი, ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი, თავისუფალი სიტყვა და სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება მას დავიცავთ ყველანაირი მეთოდებით. მთელი სცენარი უკვე გაშიფრულია”.

​ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ბადრი ჯაფარიძესთან და მათი უფლებების დამცველთან, ზვიად კორძაძესთან ერთად იმყოფება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელი ბრალი წაყენებული ავთო წერეთლისთვის, არის პირდაპირი ზეწოლა, რადგან მას არა აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, რომლიდანაც “თი ბი სი” ბანკმა ფული ისესხა.

​”დღევანდელი ბრალი წაყენებული ჩვენს მეგობარ ავთო წერეთელზე არის პირდაპირი ზეწოლა. ავთო წერეთელს არა აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, რომლიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ და გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით და როლით. იგი არც დირექტორი იყო ამ კომპანიების, არც მეწილე და მონაწილე. საქმე გვაქვს პირდაპირ ავთო წერეთელზე ზეწოლასთან, იმიტომ, რომ მან თავისი ოჯახის წევრებზე ვითომდა გავლენა მოახდინოს, რომ ერთადერთი, ან ძალიან მცირედ დარჩენილი თავისუფალი მედიისგან ისევ მივიღოთ გაუგებარი რამ. გეუბნებით, უკვე დიდი ხანია, “ტვ პირველი” არ არის წერეთლების ოჯახის. ეს არის მთელი საქართველოსი, ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი, თავისუფალი სიტყვა და სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება მას დავიცავთ ყველანაირი მეთოდებით. მთელი სცენარი უკვე გაშიფრულია”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ: გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...