მამუკა ხაზარაძე: გარანტიას გაძლევთ ეს სისტემა დაინგრევა და ესენი წავლენ სახლში!

“ის მოტყუებული ხალხი, რომელთაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს ქვეყანაში რაღაცა შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ჩვენ 2 უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით”, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას გარანტიას აძლევს, რომ არსებული სისტემა დაინგრევა.

“გარანტიას გაძლევთ ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე. ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ გირაო დამადეს. თურმე 650 მილიონი უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700 000 ლარით გამაჩერეს, რომ ქვეყნიდან არ წავიდე. ეს არის სირცხვილი და ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება!

ის მოტყუებული ხალხი, რომელთაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს ქვეყანაში რაღაცა შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ჩვენ 2 უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით. ეს დამთავრდება!” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად