მამუკა ხაზარაძე: ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემად არ მიმაჩნია, დარწმუნებული ვარ, კარგად მიხედავენ

განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, დარწმუნებული ვარ ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს ტყეებს-ამის შესახებ, პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრებისთვის მიმდებარედ ტყეების გადაცემა პრობლემად არ მიაჩნია:

” საპატრიარქოსთვის ტყეების დაკანონება არ მომხდარა დღეს. ეს ტყეები გადაცემული იყო ძველ ტაძრებზე პირდაპირ გეტყვით, გელათის გარშემო ტყე უნდა იყოს დაცული, ძველ ტაძრებზეა აქ საუბარი. სამწუხაროდ, კორუფციის და ადგილობრივი ჩინოვნიკები, ვისაც მადა ეხსნება, შესაძლოა, გადაწყვიტოს ერთ დღეს გელათის გარშემო (პირობითად ვამბობ) ტყეში ვილა ჩადგას, თუ ისტორიულად ეკლესია პატრონობდა, მის გარშემო დაკანონება ამ ტყის, მე არანაირ პრობლემად არ მიმაჩნია.

ის, რაც ისედაც იყო მათი, მაგრამ კერძო საკუთრებაში არ იყო, მე როგორც ვიცი უზურფუტში იყო, დღეს უბრალოდ დაკანონდა. მე ამაში დიდს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს”, — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად